Accentnews.ge
თავდამსხმელი თანხასთან ერთად ვერტმფრენს და რუსულ დროშას მოითხოვს

თავდამსხმელი თანხასთან ერთად ვერტმფრენს და რუსულ დროშას მოითხოვს

20/09/2022 09:55:42 სამართალი

პოლიციისგან ვიცი, რომ ყუმბარა უჭირას ხელში და ვერ ეკარებიან, რომ დააკავონო– ამბობს ერთ–ერთი მძევლის, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის – მარიამ სანებლიძის მამა, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ბანკის ფილიალთან იმყოფება, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი.

მამა ამბობს, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ დაუკავშირდა შვილი, აცნობა, რომ ბანკზე თავდასხმა მოხდა და მას შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა.

ამ დროისვის ფილიალის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობა, რომ შეიარაღებულმა პირმა რი მძევალი გაათავისუფლა.

შსს–ს ცნობით, მძევლად 12 პირი რჩება.

თავად თავდამსხმელი, რომელიც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, მძევლებს ვიდეოების ჩაწერას და გავრცელებას აიძულებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

როგორც ერთ–ერთ ვიდეოში თავდამსხმელი აცხადებს, შენობა დანაღმულია.

„როგორც გაიღება კარი, აფეთქდებაო“,– ამბობს მძევალი.

მოგვიანებით თავდამსხმელმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თანხასთან ერთად ვერტმფრენს, რუსულ დროშას და ანკესს მოითხოვს. საკუთარი მოთხოვნები მან მძევლის მეშვეობით გააჟღერა.

გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S