
კადიროვი ჩეჩნეთის მკვიდრთა ნაწილს ახალ შეზღუდვას უწესებს
20/09/2022 10:37:43 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმლი ლიდერი რამზან კადიროვი მოითხოვს, რომ ადგილობრივებმა, რომლებიც მეჩეთში ლოცვას არ ესწრებიან, გრძელი წვერი უნდა გაიპარსონ.
ამის შესახებ მან რეგიონული მთავრობის მორიგ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენში კიდევ ერთი მოდა გაჩნდა - მოკლე წვერი, როგორც თხას აქვს. ისინი ამას ატარებენ არა უზენაესისთვის; ის, ვინც წვერს უზენაესისთვის ატარებს, ის ვალდებულია იაროს მეჩეთში, მას არ უნდა ჰქონდეს დრო რესტორნებისთვის, მან უნდა ილოცოს. ვინც დადის მეჩეთებში, რაც არ უნდა მოკლე წვერი ჰქონდეს, ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის. სხვა დანარჩენი კი, რასაც ვხედავთ, პოლიტიკის, იმიჯის შესაქმნეალდ კეთდება", - ციტირებს კადიროვს "კავკაზ.რეალიი".
პოლიტიკოსის თქმით, გრძელწვერიანმა მამაკაცებმა, რომლებსაც "მაისურებიდან შიშველი მუცლები და ზურგი მოუჩანთ", მოკლე, მოვლილი წვერი უნდა ატარონ.
ცნობისთვის: ჩეჩნეთში არაერთი პირი გამხდარა დევნის ობიექტი გრძელი წვერის გამო, რომელიც „კადიროველებმა“ „ძალიან გრძლად“ მიიჩნიეს.