Accentnews.ge
ბორელი: „მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება, ეს ომი ყველას გვეხება!“

ბორელი: „მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება, ეს ომი ყველას გვეხება!“

20/09/2022 12:15:00 ევროპა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ნიუ იორკში, გენერალური ასამბლეის სესიის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, მათ შორის, დანარჩენი მსოფლიოც იტანჯება.

„მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან: უკრაინელები იბომბებიან რაკეტებით და იარაღით, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას და შედეგად განიცდიან ეკონომიკურ პრობლემებს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ომი გავლენას ახდენს ყველაზე. ის არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ის ყველას გვეხება და სწორედ ამის ახსნას ვეცდებით აქ, ნიუ იორკში“, – განაცხადა ბორელმა.

მან უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ამ გზით ხორციელდება რა ნიუ იორკში ყველას მხრიდან ხელმოწერილი იმგვარი პრინციპების დაცვა, როგორიცაა ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამ კონტექსტში ახსენა მან ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გმობენ რუსულ აგრესიას:

„ჩვენ გავაგრძელებთ აზიაში, აფრიკაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმის ახსნას, თუ ვინ არის რეალური დამნაშავე მზარდ არასტაბილურობაში, ენერგიის და სასურსათო კრიზისში“.

მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ უკრაინიდან გამოტანილი მარცვლეული არ მიეწოდება ქვეყნებს, რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ: სტატისტიკური მონაცემებით, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის მესამედი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებს მიეწოდება.

„ჩვენი სანქციები მიმართულია რუსეთის ომის ეკონომიკის წინააღმდეგ და არა სურსათის ან სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ. მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სასუქებით ვაჭრობაზე სანქციებს არავინ აწესებს, მაგრამ ბევრ ოპერატორს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება არა იმიტომ, რომ სანქციები დაწესდა, არამედ იმ რეჟიმთან ბიზნესის კეთების გაურკვევლობის გამო, რომელიც კლავს და იტაცებს მეზობელი ქვეყნების მშვიდობიან მოქალაქეებს!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S