
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
20/09/2022 13:32:51 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ცნობით, 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.50 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8462 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.18 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8482 ლარი გახდა.
2.33-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2552 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქულ ლირასთან გაუფასურება 0.01 თეთრი იყო, შედეგად ახალი კურსი 15.55 თეთრი შეადგინა.