Accentnews.ge
ევროკავშირმა უკრაინისთვის €5-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის €5-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

20/09/2022 13:38:23 ევროპა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ომით დაზარალებული უკრაინის მხარდასაჭერად 5 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

საბჭოს განმარტებით, დახმარების პაკეტი მოიცავს შეღავათიან სესხს, რომლის პირობებიც ზუსტადაა მორგებული უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.

აღნიშნული 5 მილიარდი მაისში დაანონსებული €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, მესამე ტრანშს კი 3 მილიარდი ევროს მოცულობით უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ პროგრამებზე, თავდაცვასა და გადაუდებელ დახმარებაზე დაიხარჯება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S