
რუსები სამხედრო პერსონალსა და აღჭურვილობას კარგავენ უკანა ხაზზეც – გაიდაი
20/09/2022 14:00:37 ევროპა
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ცნობით, ოლქში რუსული ძალები სამხედრო პერსონალსა და აღჭურვილობას კარგავენ.
მისი თქმით, გუშინ ღამით ოლქში მყოფი რუსი ჯარისკაცების 70% დაიღუპა, რომლებიც სვატოვოს დაზიანებულ შენობაში იმყოფებოდნენ.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელმა დამცველებმა 50-მდე ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება შეძლეს.
"რუსები სამხედრო პერსონალსა და აღჭურვილობას კარგავენ არა მარტო წინა, არამედ უკანა ხაზზეც. ნოვოაიდარში, გუშინ ღამით, 50-მდე ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა," - თქვ აგაიდაიმ.