აზერბაიჯანმა სომხეთს 95 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

20-09-2022 18:09:20 კავკასია

Azatutyun.am-ის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთს წითელი ჯვრის მეშვეობით კიდევ 95 სამხედროს ცხედარი გადასცა.

როგორც ოფიციალური არხებითაა ცნობილი, სომხურ მხარეს რამდენი დღის წინ ასევე გადაეცა 32 ჯარისკაცის ცხედარი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებებს ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი.

როგორც ერევანში განაცხადეს, 14 სექტემბერს აშშ–ის ჩართულობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღწა შეთანხმება. აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ესაუბრა მხარეებს. 19 სექტემბერს აშშ–ში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს სამმხრივ ფორმატში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები