Accentnews.ge
ლუკაშენკომ ბელარუსის „ომის სტანდარტების მიხედვით“ თავდაცვისთვის მზადების დავალება გასცა

ლუკაშენკომ ბელარუსის „ომის სტანდარტების მიხედვით“ თავდაცვისთვის მზადების დავალება გასცა

20/09/2022 19:22:12 ევროპა

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანს ალექსანდრე ვოლფოვიჩს „ომის სტანდარტების შესაბამისად“ თავდაცვისთვის მზადება დაავალა.

„სიტუაცია ძალიან სერიოზულია. მე ვიტყოდი, რომ სახიფათო. და არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ამის გამარტივება. არაფრის უნდა გვეშინოდეს. საჭიროა თუ არა რმელიმე სამხედრო ნაწილში განგაში ომის ნორმების მიხედვით? ესე იგი, გვჭირდება. უნდა მოვახდინოთ მობილიზება, რათა დავინახოთ, ცოცხლები არიან თუ არა ამ ქვედანაყოფში აღრიცხული ადამიანები? ესე იგი, გვჭირდება. საჭიროა თუ არა ტერიტორიული თავდაცვის ამაღლება? აუცილებელია. სახალხო მილიციამ უნდა გადაამოწმოს ადგილზე, როგორი მებრძოლები გვეყოლება და როგორი იარაღი აქვთ? აუცილებელია. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი“, - ციტირებს ადგილობრივი სახელისუფლებო სააგენტო „ბელტა“ ლუკაშენკოს და დასძინა, რომ „სამშობლოს დაცვას აპირებს და არა უკრაინაში ბრძოლას“.

„და რუსეთის მხარდაჭერის კუთხით კიდევ ერთხელ ვადასტურებ: ბელარუსის გავლით რუსეთის ჯარებზე არ უნდა იყოს დარტყმა ზურგში, გვერდზე, ფლანგებიდან. და არ იქნება. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მოკავშირის წინაშე“, - ხაზგასმით აღნიშნა ლუკაშენკომ და დასძინა, „თუ ბელარუსი რუსეთთანაა, ესე იგი, რუსეთთანაა“.

ბელარუსი არ არის უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის პირდაპირი მონაწილე, მაგრამ ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს – რუსული ჯარების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდა. ამასწთან, ბელარუსის ტერიტორიიდან ბომბავდნენ რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს. ასევე იყენებდნენ ბელარუსის აეროდრომებს. სწორედ ამ თანამშრომლობისთვის დაწესდა ბელარუსის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S