
თბილისში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
21/09/2022 07:19:22 სამართალი
20 სექტემბერს, გვიან ღამით თბილისში, მუხიანის დასახლებაში ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში. არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე ახალგაზრდა კაცებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები.
ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გარდაცვალების ზუსტი დრო და მიზეზები დადგინდება.
ადგილობრივები ვარაუდობენ, ახალგაზრდები სამი დღის გარდაცვლილები უნდა იყვნენ. არის ვარაუდი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ან ნარკოტიკული საუალების გადაჭარბებული დოზის თაობაზე.
საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთგვარი ტექნიკური მუხლია – როცა გამოძების საწყის ეტაპზე დანაშაულის კონკრეტული ნიშნები გამოკვეთილი არ არის, საქმის წარმოება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება.
სხვა დეტალები უცნობია.