Accentnews.ge
აფხაზეთში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა  (VIDEO)

აფხაზეთში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა  (VIDEO)

21/09/2022 10:39:28 კონფლიქტები

აფხაზეთში შეიარაღებული ინციდენტი მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სროლა გაგრის რაიონის დაბა განთიადში ორ მოქალაქეს შორის წინა დღეებში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაიწყო.

დღისით, ხალხმრავალ ადგილზე სანადირო თოფიდან ცეცხლი 1985 წ. დაბადებულმა ბადრა ფილიამ გახსნა, რომელმაც მასთან კონფლიქტში მყოფი, 1981 წ. დაბადებული შარითხუა ანქვაბის მკვლელობა სცადა.

სოცქსელში შეიარაღებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

დე ფაქტო შსს-ს მომხდართან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S