
ევროკომისია: „პუტინი ბირთვულ აზარტულ თამაშს აწყობს"
21/09/2022 11:36:20 ევროპა
ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ძალიან საშიშ ბირთვულ თამაშს აწყობს, - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
ევროკომისია მიიჩევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა განახორციელოს, რათა მან მსგავსი უგუნური ქცევა შეწყვიტოს.
„პუტინი ბირთვულ აზარტულ თამაშს აწყობს. ის ბირთვულ ელემენტს მისი ტერორის არსენალის ნაწილად იყენებს. ეს მიუღებელია!", - განაცხადა ევროპული კომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გამართეს საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებაზე ევროკავშირის რეაგირებასთან დაკავშირებით.
მან ხაზგაზმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ყალბ და უკანონო რეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.