Accentnews.ge
ლიეტუვამ სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

ლიეტუვამ სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

21/09/2022 12:38:50 ევროპა

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, რუსეთის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადები გამო ქვეყანამ სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

„იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც (კალინინგრადის რეგიონი) განხორციელდება, ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან“, - წერს მინისტრი „ტვიტერზე“.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, გაიწვევენ 300 000 რეზერვისტს. პუტინმა თქვა, რომ მობილიზაცია შეეხება სამხედრო გამოცდილების და სპეციალობის მქონე პირებს, მაგრამ როგორც ვრცელდება ცნობები, გაწვევის ბრძანებას ყველა პროფესიის ადამიანი იღებს.

პუტინის მიმართვიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ რუსები მასობრივად ცდილობენ ქვეყნის დატოვებას თურქეთის, სომხეთის და საქართველოს მიმართულებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S