Accentnews.ge
ნარსიას ადვოკატი: "ასაფეთქებელი არ იყო, იყო სათამაშო"

ნარსიას ადვოკატი: "ასაფეთქებელი არ იყო, იყო სათამაშო"

21/09/2022 12:49:01 სამართალი

„საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ადვოკატი ხვდება.

იზოლატორში შესვლამდე ციცი ბაბუნაშვილი ჟურნალისტებს თავის დაცვის ქვეშ მქოფთან კომუნიკაციის დეტალებზე ესაუბრა.

„მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ნამდვილი არ იყო, იყო სათამაშო, ხელოვნურად გაკეთებული", - ამბობს ადვოკატი.

გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეჭრიდან თითქმის 8 საათის შემდეგ დააკავეს. მას მძევლად 14 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. თავდაპირველად 2 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით თანხა 1,5 მილიონამდე შეამცირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S