Accentnews.ge
გერმანიის პოლიცია პუტინის გარემოცვის კიდევ ერთ წევრთან შევიდა

გერმანიის პოლიცია პუტინის გარემოცვის კიდევ ერთ წევრთან შევიდა

21/09/2022 13:04:08 ევროპა

გერმანიის პოლიცია შევიდა მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ სახლებსა და ბინებში, რომლებიც პუტინის ახლო მოკავშირედ ცნობილ ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს უკავშირდებიან.

21 სექტემბერს პოლიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მიუნხენსა და ფრანკფურტში უთხრეს, რომ რეიდები უკავშირდება ცნობებს რუსი ოლიგარქის მიერ სანქციების და ფულის გათეთრების წესების დარღვევის შესახებ. პოზიციას პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რეიდები უკავშირდება უსმანოვს და კიდევ ოთხ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან, მათ შორის, გადასახადებისთვის თავის არიდებით მილიონობით ევროს გადატანაში.

Sunday Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში უსმანოვი რიგით მეექვსე იყო.

უსმანოვი ერთ-ერთია იმ ათობით რუსი მილიარდერისგან, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის სანქციები შეეხო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S