Accentnews.ge
სოხუმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

სოხუმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

21/09/2022 13:26:49 კონფლიქტები

სოხუმის ე.წ. „საქალაქო სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძე 19 ნოემბრამდე პატიმრობაში დატოვა.

მას ჯაშუშობაშიას ედავებიან, თითქოს თაკალანძემ, რომელიც განზრახ მოქმედებდა საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, შეაგროვა და ამ სამსახურების წარმომადგენლებს გადასცა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს "აფხაზეთის კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლოებას".

მათი ვერსიით "დანაშაულებრივი განზრახვა" განხორციელდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 20 ივლისამდე პერიოდში.

ახალგაზრდა ქალი ზაფხულში დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S