
სომხეთის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩანაცვლდება
21/05/2019 09:12:17 სხვა, მსოფლიო
სომხეთის სამთავრობო ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩანაცვლდება. შესაბამისი განცხადება ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა გააკეთა.
„ელექტრომობილებს ეკოლოგიის სფეროში არსებული გრანტით შევიძენთ. საუბარია 12 ელექტრომობილზე“, – განაცხადა გრიგორიანმა.
მისივე თქმით, სხვა მინისტრებთან ერთად ელექტრომობილებით ისარგებლებენ პრემიერი და მისი მოადგილეები.
„გარდა ამისა, პრეზიდენტმაც გამოთქვა მსგავსი სურვილი“, – დასძინა ერიკ გრიგორიანმა.