22-09-2022 10:31:44 პოლიტიკა ,ეკონომიკა
საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და უკრაინა თავისუფალ სავაჭრო ზონას ქმნიან. შესაბამის ოქმს, აშშ–ში მოეწერა ხელი, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა.
სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა.
„სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ“,– ვკითხულობ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.