Accentnews.ge
ტრასი – პუტინის მუქარაზე: „არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“

ტრასი – პუტინის მუქარაზე: „არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“

22/09/2022 07:13:04 ევროპა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომზე და კრემლის ლიდერის მუქარაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინაში ბარბაროსულ იარაღს იყენებენ ადამიანების მოსაკლავად და დასასახიჩრებლად, გაუპატიურება გამოიყენება, როგორც ომის იარაღი.

„ჩვენ ვნახეთ პუტინი, რომელიც ცდილობს გაამართლოს თავისი კატასტროფული წარუმატებლობა. ის აორმაგებს ძალისხმევას, კიდევ უფრო მეტი რეზერვისტის საშინელი ბედისთვის გაწირვით. ის კიდევ უფრო ცრუ განცხადებებს აკეთებს და კიდევ უფრო მეტად იმუქრება იარაღის ჟღარუნით. ეს არ იმუშავებს. საერთაშორისო ალიანსი ძლიერია და უკრაინა ძლიერია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინელები არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, მსოფლიოს უსაფრთხოებას იცავენ, ხოლო მსოფლიოს მოქმედება ჰმართებს, რადგან ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას თავისუფლების ისტორიაში:

„სწორედ ამიტომ, კონფლიქტის ამ გადამწყვეტ მომენტში პირობას ვდებ, რომ გავაგრძელებთ და გავზრდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. სანამ მე ვსაუბრობ, გაერთიანებული სამეფოს ახალი იარაღი უკრაინაში შედის, მათ შორის მეტი MLRS (მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა) რაკეტები. ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ყველა ამ სფეროში, ყველა ამ ფრონტზე, ახლავე უნდა ვიმოქმედოთ!“.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S