გახარიას პარტიამ ოპოზიციონერი კოლეგების ინიციატივის მხარდაჭერის მოტივი განმარტა
22/09/2022 08:54:27 პოლიტიკა
პარტიამ "საქართველოსთვის" საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის სავარაუდო კავშირებზე საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას მხარი საგამონაკლისო წესით დაუჭირა,– ამგვარად განმარტა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარტიის გადაწყვეტილების მოტივი.
„ჩვენი გუნდი ფრთხილობს ხოლმე, როცა საგამოძიებო კომისიას უკავშირდება საკითხი, ამას თავის იურიდიული და პოლიტიკური მიზნები აქვს, თუმცა, ამ კომისიას საგამონაკლისო სახით ჩვენმა გუნდმა მხარი დაუჭირა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც მოვისმინეთ გოგაშვილისგან, "ქართული ოცნების" წევრები უაპელაციოდ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ჭორაობაა, ამას ამბობენ უაპელაციოდ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე. თუკი გამოძიება არ ჩატარდება, როგორ უნდა დაადგინოს ვინმემ, სიმართლეა თუ არა ის, რასაც გოგაშვილი ამბობს.
აქვე გეტყვით იმის თაობაზეც, რაც მურუსიძე - ჩინჩალაძესთან დაკავშირებით გავრცელდა სოსო გოგაშვილის მხრიდან. მე პირველ რიგში, როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი, ძალიან ვწუხვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბატონი მურუსიძე და ჩინჩალაძე გამხდარიყო მათი სახე,"- განაცხადა ბუჩუკურმა.
იხილეთ ასევე: ოპოზიციამ რუსეთთან კავშირის გამოსაკვლვად პარლამენტში კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა


