
მოსკოვი თბილისისგან საპასუხო ნაბიჯებს ითხოვს
15/10/2019 10:50:48 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩისლავ ვოლოდინის განცხადებით, საქართველოს მთავრობის საპასუხო ნაბიჯების გარეშე ავიამიმოსვლის აღდგენა არასწორი იქნება.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვიდრე საქართველოს მხრიდან არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არასწორი იქნება”, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, თუმცა არ აზუსტებს, რა იგულისხმება "შესაბამის საპასუხო ნაბიჯებში".
ამასთან, ვოლოდინის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთის მოქალაქეებს.
„აღნიშნულ სიტუაციაში სწორედ საქართველო იყო პასუხისმგებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებაზე და იმ ვითარებაზე, რომელიც ამას მოჰყვა“, – აცხადებს ვოლოდინი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საქართველოს პარლამენტში ვიზიტისა სპიკერის სავარძელში მოთავსების გაპროტესტების მიზნით ქვეყანაში გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტი რუსეთში რუსოფობიად მონათლეს და ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ავიაფრენები შეწყდა.