ლარი გამყარდა

22-09-2022 17:39:42 ეკონომიკა

ეროვნლი ბანკის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.54 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8372 ლარი გახდა.

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.81 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8037 ლარი გახდა.

0.72-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.218 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 15.45 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები