Accentnews.ge
ზაკაევი უკრაინაშია და მეხუთე ჩეჩნურ ბატალიონს აყალიბებს

ზაკაევი უკრაინაშია და მეხუთე ჩეჩნურ ბატალიონს აყალიბებს

22/09/2022 13:52:32 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ემისარი ახმედ ზაკაევი ამჟამად უკრაინაში იმყოფება და მორიგ ჩეჩნურ – მეხუთე ბატალიონს აყალიბებს.

„ახლა მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი ბატალიონის ფორმირების პროცესი. ამჟამად უკრაინაში ოფიციალურად 4 ბატალიონი გვყავს: მათგან სამი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია, ერთი უცხოური ლეგიონია, ხოლო ერთი მოხალისეთა ბატალიონია – შეიხ მანსურის სახელობის, რომელიც აქ 2014 წლიდან არის“, - განმარტა ზაკაევმა მედიასთან.

მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღე გაატარა ხერსონისა და ზაპოროჟიის რაიონებში ახალი ბატალიონის შესაქმნელად.

21 სექტემბერს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა მორიგ ჯერზე მოუწოდა ჩეჩნებს, მოკლან ახმედ ზაკაევი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S