Accentnews.ge
მელიტოპოლის მერი ოკუპირებული რეგიონის მკვიდრ კაცებს მიუთითებს, როგორ მოხვდნენ საქართველოში

მელიტოპოლის მერი ოკუპირებული რეგიონის მკვიდრ კაცებს მიუთითებს, როგორ მოხვდნენ საქართველოში

22/09/2022 14:06:19 ევროპა

მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ოკუპირებულ ქალაქში მცხოვრებ 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებსაც, „ოკუპანტები ფრონტზე "საზარბაზნე ხორცად" გაგზავნას უპირებენ“, მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლად დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია და შეეცადონ წავიდნენ ზაპოროჟიესკენ ან აირჩიონ ალტერნატიული გზა - დროებით ოკუპირებული ყირიმის გავლით, საქართველოსკენ.

"უკვე დღეისთვის ვასილევკაში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე 18-დან 35-წლამდე მამაკაცები ოკუპანტებმა არ გაუშვეს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ასეთი პრაქტიკა გაგრძელდება. ურწმუნოების მიზანია, ფრონტისათვის "საზარბაზნე ხორცად" ჩვენი მამაკაცების მობილიზება. 2014 წელს ოკუპანტებმა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში მამაკაცებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ასე მოიქცევიან ისინი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში", - აფრთხილებს მოსახლეობას მელიტოპოლის მერი.

***

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S