Accentnews.ge
ესტონეთიც არ აპირებს, თავშესაფარი მისცეს ომს გაქცეულ რუსებს

ესტონეთიც არ აპირებს, თავშესაფარი მისცეს ომს გაქცეულ რუსებს

22/09/2022 15:02:48 ევროპა

ლატვიის შემდეგ ესტონეთიც არ აპირებს, თავშესაფარი მისცეს რუსების, რომლებიც მობილიზაციის თავიდან აცილებას ცდილობენ.

"რუსეთში საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების საკმარისი მიზეზი არ არის", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ სააგენტო Reuters-თან.

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც ესტონეთში ბინადრობის ნებართვა აქვთ, უკრაინაში საბრძოლველად წასვლის შემთხვევაში, ქვეყანაში აღარ შეუშვებენ.

მანამდე ლატვიამ თქვა უარი მობილიზაციას გარიდებულ რუსეთის მოქალაქეთათვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემაზე. ხოლო ლიეტუვა მსგავს განცხადებებს ინდივიდუალურად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S