Accentnews.ge
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს

"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს

15/10/2019 11:22:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანის განცხადებით, ნაცვლად დახმარებისა, საქართველოს მთავრობამ ბოლო ორი თვის განმავლობაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საბოტაჟირება მოახდინა. აღნიშნულის დასტურად ახვლედიანი ორ კონკრეტულ ფაქტს ასახელებს:

"ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში, რომელშიც მუშაობა გვიწევდა და ამის მიზეზები ცნობილია, შევძელით, მოგვეძია ორი ახალი ინვესტორი, რომელიც პროექტით დაინტერესდა: ერთი იყო ყზახურ-ჰონკონგური ჯგუფი და მეორე - ამერიკული. ყაზახურ-ჰონკონგურ ჯგუფს მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ა მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, ვინაიდა არ იყვნენ ამერიკელი ინვესტორები. ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია ჩვენში და ინვესტორებში. ინვესტორები ითხოვდნენ მთავრობის ღია მხარდაჭერას. საინტერესო ისაა, რომ ჩვენ ამერიკული ფონდიც მოვიყვანეთ, რომელაც მთავრობისგან წერილობითი განცხადება მოითხოვა, რომ ისინი მიესალმებოდნე მათ ინვესტოციას, მთავრობა ამას დაგვპირდა, მაგრამ ეს წერილი ადრესატს არასდროს არ მიუვიდა. 

საბოტაჟის დამატებითი ფაქტები მრავლად იყო ამ რამოდენიმე თვის მანძილზე და საზოგადოებამ ამის შესახებ იცის: ჩვენი ინვესტორების სამართლებრივი დევნა; ფოთის პორტისთვის გაცემული ნებართვა, რამაც ჩვენი ინვესტორების განწყობა ძალიან დააზიანა და დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა მთავრობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით; ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებში მთავრობამ პროექტით დაინტერესებულ პირებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ თურმე ანაკლია არ არის რენტაბელური, ან კომერციულად გამართლებული, თუმცა საჯარო გაოსვლებში კეთდებოდა მხარდამჭერი განცხადებები განსხვავებით პირისპირი შეხვედრებისგან. 

ამ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ შევძელით, კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა ინვესტორების მობილიზება, რომლებიც დღესაც კი არიან მზად, პროექტში ინვესტიცია განახორციელონ",- განაცხადა ახვლედიანმა. 

ამასთან, ახვლედიანი გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის განცხადებას, რომ მთავრბას აქვს უფლება, კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და აღნიშნა, რომ თუ ამ გზას დაადგება მთავრობა, არც ერთი მსხვილი ინვესტორი, თუ საფინანსო ინსტიტუტი "არ გაეკარება ანაკლიის პროექტს და ის ძალიან დიდი ხნით გაჩერდება".

"ამიტომ, კონსორციუმი იმედოვნებს, რომ მთავრობა გონივრულ ზომებს მიიღებს",- განაცხადა ახვლედიანმა და იქვე დასძინა:

“თუ მთავრობა შეწყვეტს ხელშეკრულებას, მოგვიწევს იურიდიულ დავაში შესვლა".

მისივე თქმით, კონსორციუმი მთავრობისთვის დღეს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S