Accentnews.ge
გერმანია ომს გაქცეულ რუსებს მიიღებს

გერმანია ომს გაქცეულ რუსებს მიიღებს

22/09/2022 17:44:49 ევროპა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირები მიიღოს, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაზერმა განაცხადა.

„დეზერტირებს, რომლებსაც სერიოზული რეპრესიები ემუქრებათ, როგორც წესი, შეუძლიათ საერთაშორისო დაცვა გერმანიაში მიიღონ. ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, შეუძლია, თავშესაფარი მოითხოვოს პოლიტიკური დევნის მოტივით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S