
"მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას მშვიდობა ისე არ სწყურია, როგორც უკრაინას"
22/09/2022 19:02:36 ევროპა
გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსი დიპლომატები „თანამონაწილეები“ არიან და მონაწილეობენ თავიანთი ქვეყნის დანაშაულების „დაფარვაში“.
კულება სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა ღონისძიება საკუთარი გამოსვლის შემდეგ დატოვა.
"მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არ სწყურია მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. ჩვენ არასდროს გვინდოდა ეს ომი და არასოდეს ავირჩიეთ ის, ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით." - დასძინა კულებამ.
ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთი "უსირცხვილოა" და ომის ნაცვლად მშვიდობას უნდა მიანიჭოს უპირატესობა.