"ეს არასწორია": კადიროვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ФСБ–ზე განაწყენდა

22-09-2022 23:26:20 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის გამო, რომელიც 21 სექტემბერს შედგა.

კადიროვი გაანაწყენა იმ გარემოებამ, რომ გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ФСБ–მმისი აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღეს.

"უკიდურესად უკმაყოფილო ვარ გუშინდელი გაცვლით. ჩემთვის გაუგებარია თავად სიტუაციაც კი. როცა საბრძოლო თუ ტაქტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა, ჩვენთან, სპეცოპერაციის აქტიურ მონაწილეებთან გადიოდნენ კონსულტაციებს. მაგრამ აქ..." - აღნიშნა მან.

მან აზოვსტალის ტყვეობიდან გათავისუფლებულ დამცველებს "ფაშისტები" უწოდა და თქვა, "ჩვენ გაცვლა უკრაინული პირობებით განვახორციელეთ. ეს არასწორია".

გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა ვიქტორ მედვედჩუკი და 55 სამხედრო ტყვე და სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი. რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორისაა პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. ასევე, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები და მედიკოსები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 124 ოფიცერია.

უკრაინელი მეომრების გარდა, რუსეთმა გაათავისუფლა 10 უცხოელი მებრძოლიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები