Accentnews.ge
ლუგანსკში რუსი გენერალი დაჭრეს – უკრაინის გენშტაბი

ლუგანსკში რუსი გენერალი დაჭრეს – უკრაინის გენშტაბი

23/09/2022 05:56:30 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა და 75-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გენშტაბის დილის ანგარიშის მიხედვით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია დონეცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის ოლქების 45-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის და ხარკოვის ოლქების 8 დასახლებულ პუნქტთან. გასულ 24 საათში, უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე დარტყმები განახორციელა 25 რაიონში და სარაკეტო კომპლექსების 6 პოზიცია გაანადგურა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი მი-8 და 9 უპილოტო საფრენი აპარატი.

გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობაში ისევ დიდი დანაკარგი აქვთ: 19-20 სექტემბერს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაასვენეს 105 მოკლული რუსი სამხედრო და უახლოეს ხანში აპირებენ კიდევ 200 ცხედრის გადასვენებას. ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სვატოვოსთან დაჭრილია რუსეთის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ცოკოვი, რომლის ევაკუაცია 20 სექტემბერს განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ცოცხალი ძალის შესავსებად რუსეთი განაგრძობს იძულებით მობილიზაციას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში რუსეთის არმიის წარმომადგენლებმა ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, იძულებით წაიყვანეს 10 მამაკაცი. 18-20 სექტემბერს, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები უშედეგოდ ცდილობდნენ ლუგანსკის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პირების დაქირავებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S