23-09-2022 10:04:27 ევროპა
ფინეთში დააყადაღეს რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული რუსი მილიარდერების ბორის და არკადი როტენბერგისა და ასევე Yandex-ის აქტივები. ამ სოციალური პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.
მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენების აქტივების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებები აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში იქნა მიღებული.
დაყადაღება შეეხო როტენბერგებთან დაკავშირებული långvik Capital-ის აქციებს და რუსი მილიარდერების აქციებს ორ სხვა კომპანიაში.
რაც შეეხება Yandex-ის ფინეთის სამმართველოს დაპატიმრებულ ანგარიშებს, ამასთან დაკავშირებით გამოცემა Forbes აღნიშნავს, რომ კომპანიის ქვეგანყოფილება ფლობს ტაქსების ქსელ Yango-სა და მონაცემთა დამუშავების ცენტრს ქალაქ მანცალაში.
არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში ივნისის დასაწყისში შევიდა, როდესაც ბრიუსელმა უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. ამის შემდეგ, ვოლოჟმა Yandex-ში ყველა თანამდებობა დატოვა. თავად კომპანია არ იყო სანქცირებული, მაგრამ ფინეთის ხელისუფლება ყადაღის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო ევროკავშირის არგუმენტებს, რომ Yandex პასუხისმგებელია იმაზე, რომ საძიებო საქმიანობაში უპირატესობას ანიჭებს "რუსეთის სახელმწიფო მედიას და სახელმწიფო დღის წესრიგს", შლის ისეთ კონტენტს, რომლებშიც ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გამოა გაკრიტიკებული.