Accentnews.ge
ოკუპანტები შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიან, მოსახლეობას „რეფერენდუმში“ მონაწილეობას აიძულებენ – გაიდაი

ოკუპანტები შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიან, მოსახლეობას „რეფერენდუმში“ მონაწილეობას აიძულებენ – გაიდაი

23/09/2022 06:11:59 ევროპა

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსული ძალები მოქალაქეებს ე.წ. „რეფერენდუმში“ ხმის მიცემას აიძულებენ.

„გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები ქმნიან შეიარაღებულ ჯგუფებს იმისთვის, რომ სახლებში იარონ და მოსახლეობა აიძულონ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „რეფერენდუმში“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მისივე თქმით, ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს ემუქრება, რომ „კენჭისყრაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამსახურიდან დაითხოვენ.

„ე.წ. „ხელისუფლებამ“ აუკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში“, - განაცხადა გაიდაიმ.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის ანატოლი კურტევის ცნობით კი ადგილობრივ მოსახლეობას პასპორტის მონაცემების მიწოდებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჰპირდებიან.

უკრაინის ოთხ ოლქში, რომლებიც ამჟამად რუსული ძალების კონტროლს ქვეშაა – დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე მარიონეტული რეჟიმები ე.წ. „რეფერენდუმებს“ ატარებს.

კიევი და დასავლეთი არ აპირებს ცრუ რეფერენდუმის შედეგების მიღებას. კიევში აცხადებენ, რომ კონტრშეტევის გეგმები არ იცვლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S