Accentnews.ge
გააპროტესტეთ, იბრძოლეთ, გაიქეცით ან ტყვედ ჩაბარდით, რათა გადარჩეთ – ზელენსკიმ რუსებს მიმართა

გააპროტესტეთ, იბრძოლეთ, გაიქეცით ან ტყვედ ჩაბარდით, რათა გადარჩეთ – ზელენსკიმ რუსებს მიმართა

23/09/2022 08:11:59 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 211-ე დღის შედეგებზე საუბრისას კომენტარი გააკეთა რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციაზე და რუსებს რუსულ ენაზე მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება არის ღია აღიარება, რომ საკადრო არმიამ, „რომელიც ათწლეულების მანძილზე ამზადებდნენ სხისი კუთვნილის მისატაცებლად, ვერ გაუძლო და დაიმსხვრა“.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსების უმრავლესობისთვის ახლა უკვე აღარ მიმდინარეობს ტელევიზიით ან ინტერნეტით, არამედ ყველას სახლში შევიდა.

„რატომ უნდა დაიღუპონ, მაგალითად, დაღესტნელები ან ვინმე სხვა ხარკოვის რეგიონში ან დონეცკის მახლობლად? დიახ, იმიტომ, რომ ერთმა ადამიანმა რუსეთში ასე გადაწყვიტა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის. სხვა მიზეზი არ არსებობს. ეს მას სურს. თქვენ უკვე თანამონაწილეები ხართ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ამ დანაშაულის – მკვლელობის, წამების იმიტომ, რომ ჩუმად იყავით, იმიტომ რომ ჩუმად ხართ! ახლა კი თქვენი არჩევანის დროა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა რუსებს გააპროტესტონ, იბრძოლონ, გაიქცნენ ან უკრაინას ჩაბარდნენ ტყვეს, რათა გადარჩნენ.

21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. დაანონსდა, რომ იგეგმება 300 000 ადამიანის გაწვევა და პირველ ესტაპზე ეს შეეხება რეზერვში მყოფებს და სამხედრო გამოცდილების მქონეებს, თუმცა ირკვევა, რომ გაწვევის შესახებ ცნობას იღებს ყველა პროფესიის ადამიანი, მათ შორის პედაგოგები. ამასთან, გაირკვა, რომ პუტინის განკარგულებას საიდუმლო მუხლი აქვს. მედიამ წყაროების მეშვეობით შეიტყო, რომ ეს გრიფირებული მუხლი 1 მილიონამდე ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა. მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს საჰაერო და სახმელეთო გზით. საცობებია რუსეთის ყველა სახმელეთო საზღვართან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S