
56 000 სამხედრო, 2254 ტანკი,1355 საარტილერიო სისტემა: განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან
23/09/2022 08:23:44 ევროპა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომში ჯამში 56 ათასამდე სამხედრო დაკარგა, ხოლო გასული დღე–ღამის განმავლობაში – 550.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე – ომის 211 დღეში რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2254 (+18),
- ჯავშანტექნიკა – 4796 (+20),
- საარტილერიო სისტემა – 1355 (+14),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 326 (+8),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 170 (+1),
- საბრძოლო თვითმფრინავი – 254 (+1),
- ვერტმფრენი – 219 (+1),
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 950 (+9),
- გემი/ნავი – 15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3659 (+29) ,
- სპეცტექნიკა –126 (+1),
- ფრთოსანი რაკეტა – 240.
„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი (ბოლო დღის განმავლობაში) დაფიქსირდა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით. მონაცემები ზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
პენტაგონის 9 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 70-80 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში გაჩაღებულ ომში 25 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ტყვეებისა და დაშავებულების ჩათვლით, რუსეთის დანაკარგი 80 ათასს აღწევს.
რუსეთი კი ირწმუნება, რომ მხოლოდ 6 ათასი სამხედრო ჰყავს დაქღუპული.