Accentnews.ge
რუმინეთი მოლდოვას, უკრაინას, საქართველოსა და იორდანიას ჯამში 1,4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

რუმინეთი მოლდოვას, უკრაინას, საქართველოსა და იორდანიას ჯამში 1,4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

23/09/2022 08:25:03 პოლიტიკა, თავდაცვა

თავდაცვითი პოტენციალის ზრდის შესახებ NATO-ს ინიციატივის (Defence Capacity Building Initiative - DCB) ფარგლებში რუმინეთი მოლდოვას, უკრაინას, საქართველოსა და იორდანიას ჯამში 1,4 მილიონ დოლარს გამოუყოფს, - იუწყება "Европейская правда" juridice.ro-ზე დაყრდნობით.

კერძოდ, რუმინეთი მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სატრასტო ფონდს 600 ათას დოლარს გამოუყოფს, უკრაინას NATO-უკრაინის კომპლექსური პაკეტის ფარგლებში - 400 ათას დოლარს, საქართველოს - 300 ათას დოლარს, ხოლო იორდანიას - 100 ათას დოლარს. საუბარია გამოუყენებელ თანხაზე, რომელიც რუმინეთს ავღანეთის ეროვნული არმიის მხარდაჭერის მიზნით ჩამოყალიბებულ NATO-ს ნებაყოფლობით ფონდში გადაურიცხავი სახსრების სახით მორჩა.

"ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია რუმინეთის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ინტერესებთან აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიმართულებით, განსაკუთრებით - მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით" - ნათქვამია რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილების განმართებით ბარათში.

ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენასამბელაზე პოლონეთის, ესტონეთის პრეზიდენტებთან და NATO-ს გენმდივანთან ერთად გაფრინდა. მოგვიანებით სანდუს განცხადება იმის შესახებ, რომ მისმა ქვეყანამ საკუთარი არმიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს, კრემლის და მის კონტროლს დაქვემდებარებული დნესტრისპირეთის პროტესტი გამოიწვია, რომლებმაც კიშინიოვი "აგრესიულ ზრახვებში" დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S