Accentnews.ge
აზერბაიჯანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა

აზერბაიჯანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა

23/09/2022 12:10:51 კავკასია

"Buta Airways"-ის თვითმფრინავმა "Embraer 190", რომელიც ბაქო-ბათუმის რეისს ასრულებდა, თბილისში დაშვება განახორციელა, - იუწყება აზერბაიჯანული ავიაკომპანიის პრეს-სამსახური.

რიგი აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ცნობით, დაშვება ავარიული იყო, თუმცა თავად ავიაკომპანიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ერთადერთი მიზეზი ბათუმის აეროპორტის მიდამოებში დაფიქსირებული არასაფრენი ამინდია.

ცნობისთვის: "Buta Airways" "Azerbaijan Airlines"-ის შემადგენლობაში შედის. აზერბაიჯანის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა ბაქო-ბათუმის რეისების განხორციელება პანდემიასთან დაკავშირებული 2-წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S