Accentnews.ge
ბერლუსკონიმ პუტინის მიმართ პოზიცია კვლავ შეცვალა

ბერლუსკონიმ პუტინის მიმართ პოზიცია კვლავ შეცვალა

23/09/2022 12:18:08 ევროპა

იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა, თუმცა უკრაინაში მისი შეჭრა დაგმო და განაცხადა, რომ მსოფლიოს წინაშეა პასუხისმგებელი, მათ შორის უკრაინაში მისი არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ამჟამად აცხადებს, რომ თურმე პუტინს „უკრაინაში ომისკენ უბიძგეს“.

მან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უწოდა „სპეცოპერაცია“, როგორც ამას კრემლი უწოდებს.

„პუტინს უბიძგა რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა, რათა გამოეგონებინა ეს სპეციალური ოპერაცია“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.

ამასთან, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ პუტინმა გადაწყვეტილება ლიდერების თხოვნით, რომლებიც კრემლში მივიდნენ უთხრეს პუტინს: „გთხოვთ, დაგვიცავი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცით, სად აღმოვჩნდებით“.

მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაპირველი გეგმა იყო ერთ კვირაში კიევის დაპყრობა, პრეზიდენტ ზელენსკის „ღირსეული ხალხის მთავრობით“ ჩანაცვლება და მეორე კვირას იქიდან გასვლა:

„მე ვერ გავიგე, რატომ გაიშალნენ რუსული ქვედანაყოფები უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში მაშინ, როდესაც ისინი მხოლოდ კიევის გარშემო უნდა ყოფილიყვნენ“.

მანამდე განაცხადა, რომ გერმანიის ყოფილ კანცლერთან ერთად ისურვებდა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობას, რაც კიევში არასერიოზულად აღიქვეს.

ბერლუსკონის პარტია Forza Italia მემარჯვენე კოალიციაში შედის, რომელიც წინასწარი გამოკითხვებით ლიდერობს კვირას დაგეგმილ არჩევნებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S