
კიევი უკრაინის არმიის დანაკარგს ასახელებს
23/09/2022 13:16:02 ევროპა
უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგ 9000 ჯარისკაცი დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
„თუკი მათ უკვე 50 000-ზე მეტი დაღუპული ჰყავთ, ჩვენი დაღუპულების რაოდენობა დაახლოებით 9 000-ია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ანა მალიარმა განმარტა, რომ ომის დროს სამხედრო ინფორმაციის გავრცელების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, მისი თქმით, მოწინააღმდეგე ინფორმაციას უკრაინული ღია წყაროებიდან იღებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამხედროებისთვის მოწინააღმდეგის მოკლული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც იზომება ომის გარკვეული ტექნოლოგიების ეფექტურობა.