ზელენსკი: „შოკში ვარ, არ მესმის, ისრაელმა არაფერი მოგვცა!“

23-09-2022 19:16:19

ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. იმავდროულად, თელავივმა იარაღის ექსპორტი სხვა სახელმწიფოებში განახორციელა– ამის შესახებ РБК-Украина–ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Ouest-France–სთან განაცხადა .

„შოკში ვარ! არ მესმის! ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული … მესმის, რომ მათ საკუთარი მიწა უნდა დაიცვან, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყნის ლიდერებს არ ადანაშაულებს:

„მე ლიდერებს არ ვადანაშაულებ ლიდერებს. მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ: იყო დისკუსიები ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ეს უკრაინას არ დახმარებია. შესაძლებელია ისრაელზე რუსეთის გავლენის შემჩნევა“.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ისრაელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას.

"რატომ არ გვაძლევენ საჰაერო თავდაცვას?"

- იკითხა მან.გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აგრძელებს დიალოგს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მისი თქმით, საფრანგეთის ლიდერი ეხმარება უკრაინას და იცის ახალი იარაღის მიწოდების აუცილებლობა.

„მე მსურს უფრო გადამწყვეტი ქმედება გერმანიის, თურქეთისა და შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან საზენიტო იარაღის მწარმოებელი ცოტაა“, - დასძინა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ისრაელმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, ქვეყანა დაჰპირდა, რომ არ დაეხმარებოდა რუსეთს შეზღუდვების „გვერდის ავლაში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები