რუსებმა ოდესას ირანული კამიკაძე– დრონებით შეუტიეს – უკრაინის სარდლობა

23-09-2022 19:25:24 ევროპა

რუსეთმა ოდესას ირანული კამიკაძე– დრონებით შეუტია, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – იუწყება ოდესის საქალაქო საბჭო ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ მონაცემებზე დაყრდნობით.

„პორტის ტერიტორიაზე ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დააზიანა ადმინისტრაციული შენობა. სამაშველო სამსახურები ხანძარს ებრძვიან. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე“, - ნათქვამია ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

ამასთან, იუწყებიან, რომ ერთი ირანული თვითმფრინავი „შაჰიდ-136“ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განმარტა, რომ ოდესის ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი გადაუდებელი შემთხვევა არ იყო დაკავშირებული დრონის თავდასხმასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები