შეკრული ხელები, ყელზე მობმული ბაწარი, დამტვრეული კიდურები, მოკვეთილი გენეტალიები – იზიუმის აღმოჩენილ ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ

23-09-2022 20:47:28 ევროპა

23 სექტემბერს ხარკოვის ოლქის განთავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. სულ აღმოჩენილია 436 ცხედარი, რომელთა შორისაც 21 სამხედროა, დანარჩენი სამოქალაქო პირები, მათ შორის, 202 ქალი, ხუთი ბავშვი. 11 ცხედარი იმდენად დასახიჩრებულია, რომ მათი სქესის დადგენა სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ მოხდება.

როგორც ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, ცხედრების უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის კვალი აღენიშნება, 30 ცხედარს აქვს წამების კვალი: ზოგიერთ კისერზე თოკი აქვს მობმული; ხელები აქვთ შეკრული, მოტეხილი აქვთ კიდურებითა, აენინებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებებით, რამდენიმე მამაკაცის ცხედარს ამპუტირებული აქვს გენიტალიები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები