Accentnews.ge
ვლადიკავკაზში საქართველოსკენ მომავალ რუსეთის მოქალაქეებს აკავებენ

ვლადიკავკაზში საქართველოსკენ მომავალ რუსეთის მოქალაქეებს აკავებენ

23/09/2022 18:27:26 პოლიტიკა

პრეზიდენტ პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვების მსურველთა ნაკადის მასშტაბურობის გამო ვლადიკავკაზში (საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოეთ ოსეთი) საქართველოსკენ მომავალი რუსეთის მოქალაქეების დაკავებები დაიწყო. ამის შესახებ რუსულ ტელეგრამ-არხებში თვითმხილველები იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსკენ მომავალ ნაკადს ზღუდავენ საგზაო მილიციის წარმომადგენლები, რომლებიც ათობით მანქანას აჩერებენ, უმთავრესად - რუსეთის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონების, ასევე ვოლგისპირეთის მაცხოვრებლებს. საქართველოსკენ ატარებენ მხოლოდ ადგილობრივი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს.

ამასთან დაკავშირებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან საზღვარზე მოქმედ საკონტროლო - გამშვებ პუნქტებზე ქვეითების რიგი გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ავტომფლობელებისა, საქართველოში გადმოსვლის მსურველმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს ჩრდილოეთ კავკასიაში ველოსიპედებისა და სკუტერების შეძენა, რაშიც მათ საზრიანი ადგილობრივებიც ეხმარებიან: საზხღვრის სიახლოვეს, რუსულ მხარეს უკვე გამოჩნდნენ კერძო მანქანები ველოსიპედებითა და სკუტერებით გატენილი საბარგულებით.

გუშინ 22 სექტემბერს - რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიდან მე-2 დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ქართულ მხარეზე 24-საათიანი რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მუშაობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S