
პრემიერი:"საქართველოსთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია”
23/09/2022 18:45:38 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისმიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.
“ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია”,- წერს პრემიერ-მინისტრი.
Met w/@derekchollet to discuss issues of mutual interest on 🇬🇪-🇺🇸 bilateral agenda. Grateful to our strategic partners for supporting 🇬🇪 on its EU and Euro-Atlantic integration path! US support is pivotal for 🇬🇪 pic.twitter.com/EUZ0kxsBqa
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 23, 2022