მევლუთ ჩავუშოღლუ - რუსულ მობილიზაციაზე: "ეს ომის დასრულებას არ აახლოებს"

24-09-2022 00:22:30 პოლიტიკა

თურქეთის ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს ქვეყანაში გამოცხადებულს სამხედრო მობილიზაციას ეხმაურება და თვლის, რომ "მსგავსი გადაწყვეტილებები ომის დასრულებას ხელს არ უწყობს". ამის შესახებ დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და ორი ქვეყნის [რუსეთისა და უკრაინის] პრეზიდენტების მოლაპარაკებებს. ომის ნეგატიურ ზეგავლენას განვიცდით ყველანი და ყველა სფეროში" - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი" მობილიზაცია გამოაცხადა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები