ჩრდილოეთ ოსეთის შსს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსკენ გამგზავრებისგან თავის შეკავებას სთხოვს

24-09-2022 19:40:00 პოლიტიკა

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის (რუსეთი) სახელმწიფო ავტოინსპექცია რუსეთის მოქალაქეებს ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოსკენ მგზავრობისგან თავის შეკავებას სთხოვს. მისი მონაცემებით, ამ დროისთვის საზღვართან რუსულ მხარეს 2300-ზე მეტი მანქანაა თავმოყრილი, რაც გამშვები პუქტის მუშაობას ართულებს.

"მედუზას" მონაცემებით, ზემო ლარსის გარდა, ამ დროისთვის მრავალკილომეტრიანი საცობებია ასევე რუსეთის საზღვრებზე ყაზახეთთან, მონღოლეთსა და ფინეთთან.

რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნიდან სასწრაფოდ გასვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 21 სექტემბერს პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან ომისთვის მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსული მედია ბოლო თვეების მიხედვით ზემო ლარსზე რუსეთის მოქალაქეების გადაადგილების ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები