ცხინვალის რეგიონში "ტრანსკამის" აღდგენა იგეგმება

24-09-2022 20:29:23 კონფლიქტები

ცხინვალის რეგიონში ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის (ტრანსკამი) რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა იგეგმება. შესაბამისი ბრძანებულება დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გასცა.

საუბარია მე-8 კილომეტრიდან დაწყებულ მონაკვეთზე და გზის საფარზე ხიდიდან სასაზღვრო პუნქტამდე, - იუწყება სააგენტო "რესი" და დასძენს რომ გზის საფარი ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არ შეკეთებულა.

ტრანსკამი ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც რუსეთს მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. გზის მთლიანი სიგრძე 164 კილომეტრია და მისი ძირითადი ნაწილი მაღალ მთიან მიდამოებში გადის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები