Accentnews.ge
სერბეთი, მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმებს

სერბეთი, მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმებს

26/09/2022 07:23:46 ევროპა

სერბეთი, მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შედეგებს, რომლებსაც კრემლი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს უწოდებს,– ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა ბელგრადში განაცხადა.

”სერბეთი ვერ ცნობს ამ შედეგებს,” - თქვა სერბმა დიპლომატმა.

სელაკოვიჩმა ეს გადაწყვეტილება სერბეთის მიერ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემით ახსნა.

მისი თქმით, ეს „სრულიად დაარღვევს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას და საზღვრების ხელშეუხებლობას“.

სელაკოვიჩმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაეროს გენერალური ასამბლეის კონტექსტში მათ ქვეყნებს შორის კონსულტაციების გეგმას ხელი მოაწერეს ამ კვირაში ნიუ-იორკში.

ეს იყო პირველი მაღალი დონის დიპლომატიური დოკუმენტი, რომელსაც სერბეთმა და რუსეთმა მოაწერეს ხელი 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

ევროკავშირის მომხსენებელმა სერბეთთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვს, ვლადიმერ ბილიჩიკმა ხელმოწერის შესახებ ამბებს უწოდა "სერიოზული დარტყმა დასავლეთ ბალკანეთის გაწევრიანების პროცესზე“.

„მოდით, გავერკვეთ: რუსეთი მობილიზებულია ევროკავშირის კანდიდატ უკრაინაზე თავდასხმისთვის, რუსეთი უტევს ევროკავშირის გაფართოებას!“ - თქვა ბელიჩიკმა.

ბელგრადმა მხარი დაუჭირა გაეროს რამდენიმე რეზოლუციას, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას, მაგრამ თავი აარიდა ევროპის მასშტაბით სანქციებს, რომლებსაც შეუერთდნენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ ბლოკში გაწევრიანება.

სერბეთი ინარჩუნებდა მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან, ნაწილობრივ იმისთვის, რომ მას მხარი დაეჭირა სერბეთის უარისთვის, ცნოს 2008 წლის დეკლარაცია მისი ყოფილი პროვინციის კოსოვოს სუვერენიტეტის შესახებ, რომელსაც ამჟამად 100-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციებმა მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ნაწილებში 23 სექტემბერს დაიწყეს „რეფერენდუმი“ რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. პროცესი 27 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს.

ციილიზებული სამყარო და კიევი არ ცნობენ ხსენებულ უკანონო პროცესს. კიევში აცხადებენ, რომ ეს არ შეცვლის კონტრშეტევის პროცესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S