Accentnews.ge
სანდუმ მოვდოვას მთავრობას მოუწოდა, შეამოწმოს ქვეყნის მზადყოფნა ბირთვული ომისთვის

სანდუმ მოვდოვას მთავრობას მოუწოდა, შეამოწმოს ქვეყნის მზადყოფნა ბირთვული ომისთვის

26/09/2022 07:41:26 ევროპა

ამჟამად ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ არა შეუძლებელი,– ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 26 სექტემბერს განაცხადა და აღნიშნა, რომ უშიშროების უმაღლესმა საბჭომ მთავრობას რეკომენდაცია გაუწია, შეამოწმოს ინსტიტუტებისა და მოსახლეობის მზადყოფნა შესაძლო ბირთვული ინციდენტების შედეგების დასაძლევად.

უშიშროების საბჭო ასევე ურჩევს მთავრობას, დაიწყოს ცნობიერების ამაღლების კამპანია დაცვის ზომების შესახებ ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში.

„მოქალაქეებს ვთხოვ, ყურადღებით მიჰყვნენ საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექციის შეტყობინებებს ამ თემაზე“, - მიმართა მოქალაქეებს სანდუმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S