Accentnews.ge
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდა

26/09/2022 08:49:21 რეგიონები, რეკლამა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

"სამსართულიანი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში, საკლასო ოთახებთან ერთად, სპორტული და სააქტო დარბაზები მოეწყო, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. შენობა ადაპტირებულია, ასევე უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მოთხოვნები.

პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარამდე შეადგენს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, პირველ მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა ახალი სკოლა, შეხვდა სკოლის დირექციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს, უსურვა მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი განახლებულ გარემოში", – აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S