Accentnews.ge
ქუთაისში, პეტრე ოცხელის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ქუთაისში, პეტრე ოცხელის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

26/09/2022 17:32:28 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად , ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის ინიციტივით, გაიხსნა გამოფენა, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.გამოფენის გახსნას დაესწრნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

„ქუთაისი ამაყობს, რომ აქ დაიბადა ისეთი გენიალური მხატვარი, როგორიც პეტრე ოცხელია. მისმა ნაშრომებმა დროს გაუსწრო. დღეს პირველად გვეძლევა საშუალება, ერთად თავმოყრილი ვიხილოთ პეტრე ოცხელის 100-მდე ნამუშევარი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ხელოვნების სასახლეს და პირადად ბატონ გიორგი კალანდიას.

ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს 1 თვის მანძილზე ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ეს საინტერესო ექსპოზიცია.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე, გალერეის კედელზე პეტრე ოცხელის ცნობილი ნახატის „ მფრინავი მღებავის“ მანათობელი ილუსტრაცია განთავსდა.

პეტრე ოცხელის შემოქმედების ამსახველი უპრეცედენტო გამოფენა კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და დაფინანსებით ხორციელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S