
რუსები მასობრივად მოგვმართავენ ცხელ ხაზზე ჩაბარების თხოვნით – უკრაინის დაზვერვა
26/09/2022 19:26:09 ევროპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ
რომ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, რუსების მხრიდან პროექტ „მე მინდა ვიცხოვრო“ ცხელ ხაზზე მიმართვიანობა ტყვედ ჩაბარების თხოვნით.
„მობილიზებული რუსების ან მათგან, ვინც ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული, ძალიან ბევრი ზარია ცხელ ხაზზე. კითხულობენ: თუ ჩემი ბოლოლიზება მოახდინეს, რა უნდა მოვიმოქმედო, როგორ წარმოვაჩინო თავი სწორად... არის ასეთი შემთხვევები“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
მისივე თქმით, ცხელი ხაზით სარგებლობა შეუძლიათ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე მაცხოვრებლებსაც, რომლებიც რუსეთის არმიის რიგებში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. ოფიციალური პირი ყირიმის მობილიზებული მაცხოვრებლების მხრიდან ბევრ მსგავს ზარზე საუბრობს.
„ეს მხოლოდ რუსებს არ ეხება - ეს ასევე შეიძლება, იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები, იძულებით მობილიზებული, რომლებსაც ეს არ სურდათ ან სურთ ამის თავიდან აცილება. ახლა ყირიმელები აქტიურად რეკავენ და ბევრი, ვინც უკრაინულ პასპორტს ინახავს, ამბობს: „გვაიძულებენ, ჩვენ არ გვინდა ბრძოლა“, - დასძინა მან.